ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ცნობით, “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა.
“კვარაცხელია ამჟამინდელი კონტრაქტით ყოველწლიურად 1.3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ნეაპოლურ კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
კლუბთან დაახლოებული პირების ცნობით, დე ლაურენტისმა გადაწყვიტა, რომ კვარაცხელიას საკუთარი ნიჭის შესაბამისი პირობები შესთავაზოს.
ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ ახალი ხელშეკრულებით, ქართველი დამატებით მილიონ ევროსა და ბონუსებს მიიღებს, რითაც ის ოსიმენის შემდეგ “ნაპოლიში” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ დიდი ალბათობით, ნიგერიელი ამ ზაფხულს “პარტენოპეის” დატოვებს, შესაძლოა,
ხვიჩა მომდევნო სეზონში “ნაპოლის” ყველაზე დაფასებულ ფეხბურთელად იქცეს”, – წერს Napolipiu.
შეგახსენებთ, კვარაცხელიას “ნაპოლისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება.
· შინი.GE
· მარაო