“ნაპოლი” ვიქტორ ოსიმენს უახლოეს პერიოდში კონტრაქტს გაუხანგრძლივებს, ამის შესახებ ინფორმაციას ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ავრცელებს.
“ოსიმენის მომავალზე სანერვიულო არაფერია, მალე ახალ ხელშეკრულებას გავაფორმებთ, რომელსაც ხელი, დიდი ალბათობით, ზაფხულსი მოეწერება”, – განაცხადა კინოპროდიუსერმა.
შეგახსენებთ, ნიგერიელი “პარტენოპეის” ღირსებას 2020 წლიდან იცავს. ვიქტორი “ნაპოლის” “ლილიდან” შეუერთდა.