ორ რამეზე დგას ლიბერალური ფაშიზმი – ეს არის სიცრუე და სიძულვილი – პრემიერი

ძირითადად ორ რამეზე დგას ლიბერალური ფაშიზმი – ეს არის სიცრუე და სიძულვილი. ვნახეთ, რომ ესტონეთშიც მსგავსი ხელწერით მოქმედებენ შესაბამისი ძალები, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველო რჩება ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.
„ლიბერალური ფაშიზმი ყველგან მოქმედებს ერთი ხელწერით, საქართველოში, ესტონეთში, სლოვაკეთში თუ გერმანიაში, ყველგან, ხელწერა არის იდენტური. აქაც, ადამიანმა განსხვავებული აზრი დააფიქსირა და ვნახეთ სრული შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრის მიმართ, რაც არის ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება. ძირითადად ორ რამეზე დგას ლიბერალური ფაშიზმი – ეს არის სიცრუე და სიძულვილი. ვნახეთ, რომ ესტონეთშიც მსგავსი ხელწერით მოქმედებენ შესაბამისი ძალები, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ვრჩებით ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა