ორ თვეში აზერბაიჯანში პოლიტპატიმართა სია 19-ით გაიზარდა

19 ჟურნალისტი, ოპოზიციონერი და რელიგიური აქტივისტი დაემატა აზერბაიჯანის პოლიტიპატიმართა ნუსხას, რომელსაც “აზერბაიჯანის პოლიტპატიმართა თავისუფლებისთვის” კავშირი პერიოდულად ამზადებს. შესაბამისად, ორი თვის განმავლობაში ეს სია 254-მდე გაიზარდა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სიახლედ შეიძლება მიიჩნიონ ის, რომ პოლიტპატიმრების სიას პროფესიული კავშირების აქტივისტების სახელები ემატება. ამასთან, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში პატიმრობიდან არცერთი პირი არ გამოსულა.
ახალ სიას დაემატნენ ასევე, ინტერნეტ -გამოცემა Abzas Media -ს მთავარი რედაქტორი და ჟურნალისტები და პარტიების წარმომადგენლები.
აზერბაიჯანის ხელისუფლება უკანასკნელი წლების განმავლობაში რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, უფლებამდამცველებსა და ჟურნალისტებს აკავებს და ასამართლებს სხვადასხვა, მათ შორის, ყველაზე ხშირად, ნარკოტიკების მოხმარების ან გადასახადების დამალვის ბრალდებით . ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია, რასაც ასევე მოწმობს საერთაშორისო ანგარიშები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება