ორშაბათისთვის საბოლოო სახეს მიიღებს სამოქმედო გეგმა, რომელიც დაკავშირებულია ცხრა პრიორიტეტის შესრულებასთან, ეს სამოქმედო გეგმა გაეგზავნება ევროკომისიას – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, 2022 წელს, როდესაც მუშაობა დაიწყეს 12 პრიორიტეტზე, ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს სამუშაო ჯგუფებში ჩართულობასა და მონაწილეობაზე.
კობახიძის თქმით, 9 პრიორიტეტს შესრულების პროცესში ოპოზიციის ჩართულობასთან დაკავშირებით პესიმისტური განწყობები აქვთ, 12 რეკომენდაციის შესრულების პორცესში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

“ორშაბათისთვის საბოლოო სახეს მიიღებს სამოქმედო გეგმა, რომელიც დაკავშირებულია 9 პრიორიტეტის შესრულებაზე. როგორც ვიცი, მთავრობაში გაიმართება შესაბამისი შეკრება. ეს სამოქმედო გეგმა ასევე გაეგზავნება ევროკომისიას, ალბათ იქნება მცირე კონსულტაციები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მიიღოს საბოლოო სახე. ამის შემდეგ უკვე შეიძლება დაიწყოს სამუშაო პროცესი 9 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით. სამოქმედო გეგმა გაითვალისწინებს შესაბამის ფორმატებსაც, რაც დაკავშირებული იქნება კონსულტაციებთან, საუბარია პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებზე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციაზე. სამოქმედო გეგმა ისეთივე დეტალური იქნება, როგორიც თავის დროზე 12 პრიორიტეტთან დაკავშირებული გეგმა იყო. გაწერილი იქნება როგორც აქტივობები, ასევე პასუხისმგებელი სუბიექტები და ვადები. ძალიან დეტალური სამოქმედო გეგმა გვექნება წარმოდგენილი, ამ გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება სამუშაო ფორმატების შექმნა, ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით.

ბუნებრივია, ცოტა პესიმისტური მოლოდინები გვაქვს. გახსოვთ, 2022 წელს, ზაფხულში სამუშაო ჯგუფები შევქმენით, როდესაც მუშაობა დავიწყეთ 12 პრიორიტეტზე მაშინ, ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს სამუშაო ჯგუფებში ჩართულობასა და მონაწილეობაზე. ეს სამწუხარო გამოცდილება გვაქვს, მოლოდინებიც პესიმისტურია. დავიტოვოთ იმედი, რომ გარკვეულ პროცესებში ისინიც ჩაერთვებიან“,- აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

Emaar ჯგუფი არის უმსხვილესი ინვესტორი უძრავი ქონების სფეროში, 6 მილიარდ დოლარიან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ეკონომიკის განვითარებას, ასევე მრავალი ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას

მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მთელი ამ თვეების განმავლობაში საქართველოში ახალისებდნენ ძალადობას, მათ შორის არიან კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკები და დიპლომატები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

ლორდი დონ ტუიგი წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, ინგლისს, დიდ ბრიტანეთს. მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი