შპს სამომხმარებლო მომსახურება, ქართველი ანტრეპრენიორების დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც საქართველოში Orkin-ის ფრენჩაიზს ფლობს და „ორკინი საქართველო “-ს (Orkin Georgia) სახელით და ბრენდით ოპერირებს.
Orkin-ი თავისთავად არის Rollins, Inc-ის (NYSE კვოტირებული, S&P 500 შემადგენელი კომპანია) შვილობილი კომპანია და ახორციელებს მავნებლების პრევენციისა და კონტროლის მომსახურებას. ბრენდი წარმოდგენილია 80 ქვეყანაში და დარგის გლობალური ლიდერია.
უკვე 10 წელია “ორკინი საქართველო” ჩვენს ქვეყანაში საქმიანობს და დარგში წამყვან კომპანიად დაიმკვიდრა თავი. როდესაც საქმე ეხება შენობა-ნაგებობაში მწერის და მღრღნელის პრევენციასა და კონტროლს (დეზინსექცია და დერატიზაცია), დეზინფექციას, შინაური და გარეული ცხოველების დაჭერა-გაყვანას და სხვა მავნებლებთან დაკავშირებულ სპეციალიზებულ, ტექნიკურ თუ სანიტარულ მომსახურებას, სწორედ ამ კომპანიას შეგიძლიათ მიმართოთ.
ქართველმა ანტრეპრენერებმა, ლადო საყვარელიძემ და ზვიად თვარაძემ, დარგის სიღრმისეული შესწავლის შემდეგ კომპანია დააფუძნეს (თავდაპირველად მათი პარტნიორი ასევე იყო მათი უფროსი მეგობარი გიორგი ფუტკარაძე) 2015 წელს და იმავე წელს ორკინთან დადეს ექსკლუზიური ფრენჩაიზის ფარგლებში პარტნიორობის და ერთობლივი საქმიანობის გარიგება.
ორკინი (Orkin – www.orkin.com) 1901 წელს აშშ-ში დაფუძნდა და 120 წელზე მეტია საქმიანობს ამ დარგში, არის დიდი ტრადიციისა და ისტორიის მქონე ამერიკული ბრენდი და ემსახურება კერძო ბიზნესს, საცხოვრისს/საცხოვრებელს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს, მსოფლიოს ყველა კონტინენტზე.
“მაშინაც და ახლაც, ორკინის ფრენჩაიზის სისტემა სათანადოდ ძლიერ პარტნიორობას გვიწევს ფრენჩაიზის ფორმატით. ჩვენ ერთობლივი საქმიანობა გვაქვს, მაგრამ კომპანია ქართულია და საქართველოში ჩვენი საქმიანობა ორკინის გლობალურ პორტფელში ერთ-ერთ სამაგალითოდ ითვლება”, – ამბობს ლადო საყვარელიძე, კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელი.
ორივე დამფუძნებელი ამავე დროს კომპანიის თანამშრომელია, სხვა დანარჩენ 80-ზე მეტ თანამშრომელთან ერთად და სრულ განაკვეთზე არიან ფოკუსირებულები “ორკინი საქართველოს” საქმიანობაზე. “გუნდურ სპორტში ვარჯიშის თუ თამაშის დროს ყოველთვის მოედანზე ყოფნაა საჭირო. ანალოგიურად, ჩვენს ბიზნესში, ყოველ სამუშაო დღეს, გუნდთან ერთად ვართ, როგორც საოფისე სივრცეში, ისე საველე ვიზიტებზე და მათთან ერთად ყოველი სამუშაო დღის და საათის განმავლობაში ჩვენი დამკვეთებისა და მომხმარებლის ზრუნვითა და მომსახურებით ვართ დაკავებული”, – ამბობს ზვიად თვარაძე, კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
ორკინი არ არის საქართველოში ერთადერთი მოთამაშე. ამ დარგში საქმიანობს ათობით მცირე, საშუალო თუ მსხვილი სხვა კომპანია და კონკურენციაც სათანადოდ მაღალია.
“არის სხვა საერთაშორისო ფრენჩაიზიც, რომელმაც ახლახანს დაიწყო საქმიანობა და რომელსაც ჩვენ კარგად ვიცნობთ და აშშ-სა თუ სხვა ბევრ ქვეყანაში წარმატებით ვეჯიბრებით. გარდა ამისა, ჩემი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ქვეყანაში საქმიანობას დაიწყებს კიდევ ერთი საერთაშორისო ფრენჩაიზი და ორი მულტინაციონალური კომპანია. ასევე არიან ძალიან კარგი ადგილობრივი კომპანიები. ამ შეჯიბრისგან და კონკურენციისგან ველით, რომ მოხდება ჩვენი საქმიანობის მეტად პოპულარიზაცია, დარგის მეტად მომწიფება და მეტად შესაძლებელი გახდება, ორკინმა შეასრულოს მისი ძირითადი მისია საქართველოში – იყოს სამაგალითო მომსახურების კომპანია და ნებისმიერი ბიზნესის, ორგანიზაციისა და ოჯახისთვის სრულად ხელმისაწვდომი გახადოს თავისი მომსახურება”, – ლადო საყვარელიძე.
ორკინს და მის თანამშრომლებს, როგორც ჩანს, რადიკალური მიდგომა აქვთ მომსახურების ხარისხისა და შედეგების მიმართ. სწამთ, რომ მაღალი ხარისხის მომსახურება არ უნდა იყოს მხოლოდ დასავლეთისა თუ სხვა განვითარებული ქვეყნების პრივილეგია და ამ მხრივ, თავად როგორც ამბობენ, მათი საქმიანობა უფრო ერთგვარი მოძრაობაა, რომელიც საქართველოში კრიტიკული სერვისების ხელმისაწვდომობას შესაძლებელს ხდის და ამტკიცებს, რომ ქართულ ბიზნესს შეუძლია არავის ჩამორჩეს ხარისხიანი მომსახურების განხორციელებაში.
“ორკინის” ფრენჩაიზის სახელით ფუნქციონირება სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო დამფუძნებლებისთვის, ვინაიდან “ორკინი” ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე დიდი კომპანიაა და გლობალურ დარგში ერთ-ერთი უმსხვილესი, ის გამოირჩევა უპრეცედენტო მხარდაჭერის სისტემით (ტექნიკური მხარდაჭერა, ცოდნა, გამოცდილება, ტრენინგები, ქვეყანაში საველე ვიზიტები, ნორმატივები, სტანარტები, სახელძღვანელოები ე.წ. Guidline-ები და სხვა). მიუხედავად ამისა, დამფუძნებლები აღიარებენ, რომ ბრენდი და ფრენჩაიზი ამ დარგში, განსხვავებით სხვა დარგებისგან (სასტუმრო, სწრაფი კვება დასახვა), არაფერს ნიშნავს, თუ ადამიანებმა (თანამშრომლებმა) არ გამოიჩინეს სათანადო შრომა, განწყობა, ღრმა ექსპერტიზა, კომპეტენცია და შედეგის მიღწევის დაუღალავი მცდელობა და შრომა.
“ქვეყანა, რომელშიც კრიტიკული და ძირითადი კომერციული-სამომხმარებლო მომსახურებები მაღალი ხარისხით და სამართლიანი თუ ადეკვატური ფასითაა ხელმისაწვდომი, უფრო უკეთესი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილია. რადგან ასეა, ჩვენი სურვილია მონაწილეობა მივიღოთ იმაში, რომ საქართველო ასეთ ადგილად იქცეს”, – აცხადებს ლადო საყვარელიძე.
