ორკვირიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს ცნობილი ირანელი უფლებადამცველი, ნასრინ სოთუდე

ცნობილი ირანელი უფლებადამცავი, ნასრინ სოთუდე ორკვირიანი პატიმრობის შემდეგ დროებით გაათავისუფლეს, ამის შესახებ მისმა ქმარმა გაავრცელა ცნობა სოციალური მედიით.
X-ით (ყოფილი ტვიტერი) 15 ნოემბრის საღამოს რეზა ხანდანმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც გამოსახულია სოთუდე გათავისუფლებისას.
ის სურათზე თავსაფრის გარეშეა.
სოთუდე დააკავეს 29 ოქტომბერს არმითა გარავანდის დასაფლავებაზე. 17 წლის გარავანდი გარდაიცვალა მეტროში თავსაფრის უქონლობის გამო მორალის პოლიციასთან დაპირისპირების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაკავშირებულმა სააგენტო Fars-მა დაადასტურა 29 ოქტომბერს სოთუდეს დაპატიმრება და განაცხადა, რომ ის დააკავეს “თავსაფრის მოხსნისთვის და საზოგადოების ფსიქიკური უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებისთვის”.
როგორც მაშინ სოთუდეს ქმარი იტყობინებოდა, არმითა გარავანდის დაკრძალვაზე დაკავებული პირებიდან ბევრი გადაიყვანეს რომ ვოზარის დაკავების ცენტრში – “იმავე ადგილას, სადაც შარშან მთავრობის აგენტებმა მაჰსა ამინი მოკლეს”.
სოთუდე ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაკავებული აქტივისტების ხმამაღალი დამცველია. ის არაერთხელ იყო საპატიმროში 2010 წლის შემდეგ.
თავსაფრის ტარება, და საერთოდ, ირანის მოქალაქეთათვის ჩაცმულობის მუსლიმური წესი 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, 1981 წელს დაკანონდა.
შარშან, სექტემბერში, თეირანში სტუმრად ყოფნის დროს, მორალის პოლიციამ თავსაფრის არასწორი ტარების მიზეზით დააკავა ახალგაზრდა ქურთი ქალი, მაჰსა ამინი, რომელიც შემდეგ საპატიმროში გარდაიცვალა.
ამინის სიკვდილს მოჰყვა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მთელ ირანში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ