არავის დაშავება არ მინდოდა, – ამის შესახებ ვარკეთილში ორი პირის მკვლელობაში ბრალდებულმა, იური კალანდარიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
იური კალანდარიშვილის თქმით, ბაჩო ბაშარული და ნიკა არჩვაძე სახლში მიუვარდნენ, რის გამოც საფრთხე შეექმნა მას და მისი ცოლ-შვილს და სურდა ისინი იარაღით შეეშინებინა.
„ბევრჯერ დამარტყეს. უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ვგრძნობდი, გონებას ვკარგავდი და გავიქეცი იქით ოთახში. მომდევდნენ, მირტყამდნენ. ავიღე ჩემი იარაღი, ამით მაინც შევაშინებ – მეთქი, როგორც კი ამოვიღე, მაშინვე მომკიდეს ხელი და წართმევა უნდოდათ ამ იარაღის. მაგ დროს მერე უკვე გავისროლე “, – განაცხადა იური კალანდარიშვილმა.
ინფორმაციისთვის, ვარკეთილში, ბაჩო ბაშარულისა და ნიკა არჩვაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ იური კალანდარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
შემთხვევა ვარკეთილში 5 ივნისს მოხდა, სანადირო თოფიდან გასროლით 39 წლის ბაჩო ბაშარული და 40 წლის ნიკა არჩვაძე მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 40 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.