ორი მოქალაქე დააკავეს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა

საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს ს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მახლობლად ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი“.
„ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ამჟამად ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – გახარიას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ კომპლექსის ქვეშაა და ეს უშლის ხელს ოპოზიციის დიდ ერთობას, ხოლო თუ ვინმე ახალი არჩევნების გარეშე თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, თავის თავს „ხალხის ძალის“ რანგში დააყენებს