ორი იტალიური კლუბი გიორგი ქოჩორაშვილის დამატებით დაინტერესდა

ევრო 2024-ზე შთამბეჭდავად ასპარეზობის შემდეგ “ლევანტეს” ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი იტალიური კლუბების სატრანსფერო სამიზნეა.
La Stampa-ს ცნობით, გიორგის დამატებით “ლაციო” და “ტორინო” ინტერესდებიან.
გამოცემის ინფორმაციით, “არწივები” ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტია და მოთამაშის აგენტთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ქოჩორაშვილის გარდა, “ლაციო” ლოუმ ჩაუნას (სალერნიტანა), ტიჯანი ნოსლინისა (ვერონა) და ფისაიო დელე-ბაშირუს (ჰატაისპორი) დამატებას განიხილავს. თუმცა კლაუდიო ლოტიტოს სურს, რომ გიორგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მისი გუნდის პირველი შენაძენი გახდეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა თანხას მოითხოვს “ლევანტე” გიორგი ქოჩორაშვილის სანაცვლოდ.
შეგახსენებთ, “ტორინოში” კიდევ ერთი ქართველი, საბა საზონოვი ირიცხება.
25 წლის ფეხბურთელს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წელს ეწურება.