ორი დღე დიდ პროტესტამდე – ვინ უერთდება საყოველთაო გაფიცვას

ორი დღე დიდ საპროტესტო აქციამდე – 25 თებერვალს საქართველო იფიცება. ყველაფერი 16:00 საათზე ფართომასშტაბიანი გაფიცვით დაიწყება. კერძო და საჯარო სამსახურებში დასაქმებულები სამშაბათს მუშაობას შეწყვეტენ, ქუჩაში დადგებიან და ივანიშვილის რუსული რეჟიმის მმართველობას გააპროტესტებენ. საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს აქციის მონაწილეები თბილისში სიმბოლურად გმირთა მემორიალთან აპირებენნ მისვლას, რის შემდეგაც უკვე რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ამბობს, რომ პროტესტი მნიშვნელოვანია, რადგან უკანონოდ დაკავებულმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ გარეთ ბრძოლა გრძელდება და რომ ისინი რეჟიმს არავინ შეატოვა.

ყოველ პარასკევს არის მარში, რომელიც ეძღვნება ჩვენს უკანონოდ დაჭერილ ტყვეებს და ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ადამიანები, იმ ოთხი კედლიდან, სადაც არიან გამოკეტილები, იქიდანაც კი იბრძვიან, უფლება არ გვაქვს, რომ ეს ადამიანები შევატოვოთ რეჟიმს და მინიმუმ, არ დავანახოთ ჩვენი სიძლიერე, ჩვენი ერთობა და ის, რომ ჩვენ მათთვის აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას და პროცესში ვართ, – ამბობს ნანკა კალატოზიშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)