“სან ანტონიო სპურსმა” “ნიუ იორკ ნიქსს” უმასპინძლა და 120:105 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი გახდა, ქართველმა კალათბურთელმა არასრულ 20 წუთში 34 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა, იგი გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც NBA-ში ამ რაოდენობის აღებული ქულები დააგროვა.
სანდრომ მეტოქის კალათში 7-დან 7 სამქულიანი მოათავსა.
“ნიქსიდან” კარლ ენტონი თაუნსმა 35 წუთში 32 ქულა, 9 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.
“სპურსიდან” ასევე სტეფონ ქასლი გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 27 წუთში 22 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი
პასი შესძინა.
ამრიგად, “სან ანტონიო” 29 გამარჯვებითა და 39 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, “სპურსი” მორიგ შეხვედრას 22 მარტს “ფილადელფია 76”-ის წინააღმდეგ გამართავს.
“ნიუ იორკი” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა, “ნიქსი” 21 მარტს “შარლოტ ჰორნეტსს” შეხვდება.
