სერია A-ს 36-ე ტურში “ნაპოლი” “ფიორენტინას” ესტუმრა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
“პარტენოპეის” რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 57-ე წუთზე ქართველმა საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა და მეტოქესთან ანგარიში გაათანაბრა. “კვარამ” მოედანზე 86 წუთი გაატარა.
ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 7.6 ქულა, Sofascore 7.8 ქულა, Whoscored 7.7 ქულა.
“ნაპოლი” ჩემპიონატის ბოლო მატჩს 26 მაისს, “ლეჩეს” წინააღმდეგ გამართავს.
არა რაა აუცილებლად უნდა მოშორდეს კვარა ნაპოლის ! ის იდიოტი ფულისტი ლაურა თავისნაირ იდიოტებს და იაფ მწვრთნელებს ეძებს და ეგეთების ხელში როგორ უნდა გაიხაროს ? გოლი გაქვს გასატანი რომ ჩაებღაუჭო ევროთასებს და ამ დროს 86-ე წუთზე გაგყავს საუკეთესო შემტევი იდიოტი ხარ აბა რა ხარ ?? კალცონას სულ კიდია ნაპოლი ევროთასებზე ითამაშებს თუ არა მაგის მთავარი საფიქრალი სლოვაკეთის ნაკრები და ევროპის ჩემპიონატია და ასეთი კაცი მოათრია ლაურამ იმიტომ რომ იაფად გამოსყულიყო @ ხოდა ისევ ისე გააგრძელებს ლაურა მოათრევს ვიღაცა ჩამოწერილ “მწვრთნელს” და იმის ხელში უნდა დარჩეს კვარა @@
არა, კაცო, არ დაიჯეროთ.. ფასის ასაწევად დასჭირდათ და ჩაუწყეს შეფასება როგორც ყოველთვის… არც ის გოლი გაუტანია საჯარიმოდან, კვარას ფორმაში გადაცმული ვახო სანაია იყო მაგი…