„ორბი“ მარჯვენა გარემარბის ვახტანგ ბედოშვილის “პარი ნიჟნი ნოვგოროდში” გადასვლის გამო, ფიფაში ჩივილს აპირებს.
რუსულმა კლუბმა გუშინ გამოაცხადა, რომ 21 წლის ქართველი გამოისყიდა (transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 75 ათასი ევროა). ბედოშვილი ოჯარის წესით „გარეჯში“ თამაშობდა და პოლონეთის ექსტრაკლსას გუნდში გადასვლის შესაძლებლობა ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით „ორბმა“ განცხადება გაავრცელა:
„გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩვენი კლუბის პოზიცია:
ვახო ბედოშვილს ჩვენს კლუბთან ხელშეკრულება აკავშირებდა 2026 წლის 31 დეკემბრამდე. 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობის შემდეგ, ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზება მივიღეთ არაერთი ევროპული კლუბიდან. ერთ-ერთ კლუბთან, ჩვენ და ფეხბურთელმა ერთობლივად შევათანხმეთ, როგორც სატრანსფერო, ასევე, შრომითი ხელშეკრულების პირობები და ხელშეკრულებები მზად იყო ხელმოსაწერად. მომდევნო დღეს გავიგეთ, რომ ფეხბურთელი ჩვენი კლუბის თანხმობის გარეშე გაემგზავრა რუსეთში და მას შემდეგ მასთან დაკავშირება შეუძლებელია.
რამდენიმე დღის წინ მივიღეთ შეტყობინება, რომ ფეხბურთელმა ცალმხრივად შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება ს.კ. ორბთან და რეგისტრირდება რუსულ საფეხბურთო კლუბში – “პარი ნიჟნი ნოვგოროდში”.
როგორც ფეხბურთელის, ასევე, პარი ნიჟნი ნოვგოროდის ქმედებები არღვევს ფიფას რეგულაციებს, რითაც ილახება ჩვენი კლუბის კანონიერი ინტერესები.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ ფიფას შესაბამის ორგანოს და დავიწყოთ სამართლებრივი დავა ფეხბურთელის და რუსული კლუბის წინააღმდეგ“.
ეროვნული ლიგა. V ტური. “დინამო” (თბ) – “გარეჯი” [LIVE]
U16. თბილისის ჩემპიონი “ორბი” გახდა
ეროვნული ლიგა. II ტური. “გარეჯი – “დინამო” (ბთ) [LIVE]
ეროვნული ლიგა. III ტური. “სამგურალი” – “გარეჯი” [LIVE]
სუპერლიგა დაიწყო: სახელცვლილმა გაუ-მ დებიუტანტი “ორბი” ოვერტაიმში დაამარცხა
ეროვნული ლიგა. I ტური. “დილა” – “გარეჯი” [LIVE]
ქუთაისელთა საოცარი გამარჯვება “ორბთან” და ნანატრი ნახევარფინალის საგზური
მოსკოვის “ლოკომოტივმა” მარადიშვილი იჯარით გაუშვა
“დინამო თბილისმა” “სამგურალს” მოუგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა
სტუმრების დღე: “სამგურალმა” და “გარეჯმა” მოიგეს
