ორბელიანის სასახლეში სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა – მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ ორმხრივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სომხეთის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანი დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
სომხეთის პრეზიდენტს, ვიზიტის პირველ დღეს, მიხეილ ყაველაშვილი მასპინძლობს.
მას შემდეგ, რაც ვაჰაგნ ხაჩატურიანსა და მიხეილ ყაველაშვილს შორის გამართული შეხვედრა დასრულდება, ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში, ვაჰაგნ ხაჩატურიანი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს შეხვდება.
ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს, ხვალ, 20 ნოემბერს დაასრულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა