ორბელიანების სასახლესთან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქციას – „თავისუფლება მიშას“ მართავენ

“თავისუფლება მიშას”- ამ სლოგანით ორბელიანების სასახლესთან “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქციას მართავენ.
პარალელურად პრეზიდენტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და პოლიტიკოსებთან.
როგორც აქციაზე მყოფი პირები აცხადებენ, მნიშვნელოვანია აღნიშნული შეხვედრა თავისი დატვირთვით, თუმცა, ამავდროულად მნიშვნელოვანია გათავისუფლდეს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი, .
“დღეს შედგა საკმაოდ კარგი პოლიტიკური აქტი, სამი პრეზიდენტის გზავნილი ევროპელ მეგობრებს, თუმცა მნიშვნელოვანია საქართველოს არ ჰყავდეს პუტინის პირადი ტყვე. მიხეილ სააკაშვილმა პირველმა დაიწყო ევროპული რეფორმების გატარება ქვეყანაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს თავისუფალი” – აცხადებენ “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ