26 დეკემბერს გამთენიისას თბილისში ორბელიანების მოედანზე ხანძარი იყო.
ხანძარი ავტომობილების პარკირების ადგილზე გაჩნდა. როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად რამდენიმე ავტომობილი დაიწვა.
მათივე განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.




