“ორბანს მაქსიმალურად გულახდილად ველაპარაკე” –

“ორბანს მაქსიმალურად გულახდილად ველაპარაკე” – უკრაინის პრეზიდენტმა მხოლოდ ერთი წინადადებით აღწერა თავისი საუბარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას.
ორბანს გუშინ ესაუბრა ბუენოს-აირესში, სადაც არგენტინის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრნენ.
პირველ პირებს შორის ხანმოკლე დიალოგი შედგა. ცერემონიის ტრანსლაციის დროს, კადრებში ჩანდა, რომ ზელენსკი და ორბანი აქტიურად საუბრობდნენ, მაგრამ მათი ხმა არ ისმოდა. მოგვიანებით, ამ შეხვედრაზე განმარტება ერთი წინადადებით უკრაინის პრეზიდენტმა, ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე

ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან – ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო