ორბანი ტრამპს ფლორიდაში ეწვევა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი , -ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, 8 მარტს, ფლორიდაში შეხვდება.
მემარჯვენე ორბანი რეგულარულად არის კრიტიკის სამიზნე ევროკავშირის მხრიდან მისი ანტისაიმიგრაციო კამპანიებისა და სასამართლო სისტემის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მეტი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოქცევის გამო. მას ტრამპმა “დიდი ლიდერი” უწოდა.
ორბანის კონსერვატიულმა ოჯახის საკითხების პოლიტიკამ ასევე დაიმსახურა მოწონება შეერთებულ შტატებში პოპულისტ ფიგურებს შორის. უნგრეთმა გასულ წლებში CPAC-ის, კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენციის შეხვედრას უმასპინძლა. მომავალ თვეში უნგრეთი ამ შეხვედრას მესამედ უმასპინძლებს.
უნგრეთის პრემიერმა უარი თქვა ში იარაღის გაგზავნაზე და მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს ინარჩუნებს რუსეთთან, 2022 წელს მოსკოვის უკრაინაში ფართომასტაბიანი შეჭრის შემდეგაც. ორბანმა არაერთხელ თქვა, რომ ტრამპის დაბრუნებას თეთრ სახლში შეუძლია მშვიდობა მოიტანოს უკრაინაში.
„მსოფლიოს ერთადერთი შანსი შედარებით სწრაფი სამშვიდობო შეთანხმებისთვის არის პოლიტიკური ცვლილება შეერთებულ შტატებში და ეს უკავშირდება იმას, თუ ვინ არის პრეზიდენტი“, – თქვა ორბანმა.
ტრამპმა დასავლეთის მოკავშირეების აღშფოთება გამოიწვია გასულ თვეში მას შემდეგ, რაც თქვა, რომ ს შესაძლო საფრთხისგან შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ვერ დაიცვას ნატოს მოკავშირეები, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ თავდაცვაზე.
ორბანი თანამდებობას 2010 წლიდან იკავებს. ბუდაპეშტსა და პრეზიდენტ ს ადმინისტრაციას შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში, დაიძაბა ძირითადად ბუდაპეშტის მიერ ნატოში შვედეთის წევრობის რატიფიცირების საკითხის შეყოვნების გამო.
დიდი ხნის დაგვიანების შემდეგ, უნგრეთის პარლამენტმა გასულ კვირას დაამტკიცა შვედეთის განაცხადი ნატოში გაწევრიანებაზე და კანონპროექტი პრემიერის მიერ ამ კვირაში საბოლოო ხელმოწერას ელოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი სენატორების წერილზე – არ არის სწორი, როდესაც შენ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანას კანონთან დაკავშირებით, რომლის ანალოგიურიც შენთან დღესაც მოქმედებს, ასეთი მუქარის ტონით ესაუბრები