ორბანი: ტრამპი ომს აღარ დააფინანსებს და ის დასრულდება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელსაც ისევ პრეზიდენტობა სურს, -ს ომის დასასრულებლად „მკაფიო ხედვა“ აქვს.
გასულ კვირაში ორბანი იმყოფებოდა -ში, სადაც 8 მარტს ტრამპმა ფლორიდაში, თავის რეზიდენციაში უმასპინძლა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან კონტაქტები შეინარჩუნა და არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს.
აშშ-დან დაბრუნებულმა ვიქტორ ორბანმა ინტერვიუ მისცა უნგრულ ტელეარხ M1-ს. მისი განცხადებით, ს „მკაფიო ხედვაა“, რომ ომი აღარ დააფინანსოს და შესაბამისად, ის დასრულდება, რადგან ევროპელები ომის დაფინანსებას დამოუკიდებლად ვეღარ შეძლებენ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რთულია, რომ ამ ხედვას არ დაეთანხმო.
ორბანმა, რომელიც, სავარაუდოდ, ტრამპის პოზიციას გულისხმობდა, ისიც განაცხადა, რომ თუ ევროპელებს რუსეთის ეშინიათ და მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სურთ, ეს თავად უნდა დააფინანსონ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტს „მშვიდობის ადამიანი“ უწოდა და განაცხადა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ტრამპი იყო ამერიკის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ომი არ ჰქონია.
24 თებერვალს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამხრეთ კაროლინაში გამართულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა თქვა, რომ წაახალისებდა რუსეთს, დაარტყას ამერიკის რომელიმე ნატოელ მოკავშირეს, რომელიც ალიანსისადმი არსებულ ფინანსურ ვალდებულებას არ ასრულებს.
კონგრესში რესპუბლიკელების, ძირითადად ტრამპის აქტიური მხარდამჭერების წინააღმდეგობის გამო, აშშ ვერ ახერხებს უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო თანხის გამოყოფას.
სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, 13 თებერვალს დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ. კენჭისყრა ამ დრომდე არ ჩატარებულა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში. რესპუბლიკელები წინააღმდეგობის მიზეზად ასახელებენ მექსიკასთან საზღვრის გავლით მასშტაბური არალეგალური მიგრაციის პრობლემას, რომლის მოსაგვარებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ.
დემოკრატი პრეზიდენტი რამდენიმე თვეა ცდილობს კონგრესის დარწმუნებას, რომ უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება საჭიროა არა მხოლოდ რუსეთისგან უკრაინის დასაცავად, არამედ აშშ-ის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის. 2022-2023 წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.
2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების პრეზიდენტობის კანდიდატები, დიდი ალბათობით, კვლავ ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი იქნებიან.
· მილიარდერი ბიზნესმენი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
· 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
· 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის