ორბანი მზადაა, უკრაინის დაფინანსებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას დასთანხმდეს, თუ მოკავშირეები მის პირობას გაიზიარებენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაადასტურა, რომ გასულ შაბათს ბუდაპეშტმა ბრიუსელში გაგზავნა შეთანხმების კომპრომისული ვარიანტი, რომელიც უკრაინისთვის ევროკავშირის მხრიდან 50 მილიონი ევროს დაფინანსების საკითხის განბლოკვას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი დახმარებას ყოველწლიურად დაამტკიცებს.
ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ფრანგულ გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში, რომელშიც განმარტა, რომ უკრაინისათვის ფინანსური დახმარების გაგრძელება უნდა მოხდეს ყოველწლიურად, ევროკავშირის ყველა წევრის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.
“სამწუხაროდ, ეს პოზიცია ზოგიერთ ქვეყანას ისე ესმის ან ისეთ ინტერპრეტაციას უკეთებს, თითქოს ეს [პირობა] ყოველწლიური შანტაჟის საშუალებაა [უნგრეთისთვის]… მაგრამ ჩვენი პოზიციაა, რომ საქმე ეხება არა ვეტოთი შანტაჟს, არამედ ევროკავშირის ერთიანობის აღდგენას და შენარჩუნებას”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შიგნით გამოითქმის შეშფოთება, რომ უნგრეთის პოზიციის გათვალისწინება უკრაინისათვის ფინანსური დახმარებით ბუდაპეშტს ყოველწლიური შანტაჟის საშუალებას მისცემს.
უკრაინისათვის 50 მილიარდი ევროს დახმარების საკითხზე, რომელსაც უნგრეთი ბლოკავს, ევროკავშირის ლიდერებმა 1 თებერვლის სამიტზე უნდა იმსჯელონ.

სამიტს წინ უძღოდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს ვიზიტი ში, რომლის მთავარი საკითხები იყო ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის მომზადება და ევროკავშირის დახმარებასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციის დაკონკრეტება.
უჟგოროდში მოლაპარაკების დაწყებამდე, ს პოლიტიკურმა მრჩეველმა ბალაშ ორბანმა მიანიშნა უნგრეთის პოზიციის პოტენციურ ცვლილებაზე – მან თქვა, რომ ბუდაპეშტი ახლა თანახმაა, რომ დახმარება გამოიყოს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, არადა ვიქტორ ორბანი მანამდე ამბობდა, რომ ევროკავშირის ფული სხვა წყაროდან უნდა იყოს.
ეს სიიარტოს პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. 2022 წლის თებერვლის შემდეგ მოსკოვს სიიარტო რამდენჯერმე ეწვია.

უკრაინის ქალაქ უჟგოროდში 29 იანვარს დახურულ კარს მიღმა ერთმანეთს შეხვდნენ პეტერ სიიარტო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი. შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტ სა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შეხვედრის მოსამზადებლად მხარეებმა „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ გადადგეს.