ორბანი, ვარჰეი – უნგრეთი შესაძლოა ბრიუსელში დაკავებულ მაღალ პოზიციას დაემშვიდობოს – POLITICO

POLITICO-ს სამ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ სთან დაკავშირებით ს პოზიციების გამო, ევროკავშირის ლიდერები გეგმავენ მისი პოზიციების შესუსტებას ევროკომისიაში.
უნგრეთს გაფართოების საკითხებთან დაკავშირებული უფლებამოსილების შენარჩუნება სურს, რითაც მომავალშიც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ბლოკში უკრაინის გაწევრიანების შესახებ დაწყებულ მოლაპარაკებებზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს არ აქვთ სურვილი, ბუდაპეშტის ამჟამინდელ კომისარ ოლივერ ვარჰეის (ან სხვა ნებისმიერმა უნგრელს) ასეთი მთავარი როლი შეუნარჩუნდეთ.
გამოცემა წერს, რომ ორბანი ს პრეზიდენტ პუტინის უახლოესი მოკავშირეა ევროკავშირში და ევროპის ლიდერები სულ უფრო აღშფოთებულნი არიან სანქციების გაჭიანურებითა და სთვის თანხების მიწოდებაზე წინააღმდეგობით.
POLITICO წერს, რომ ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი, დაადანაშაულეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მიმართ პოლიტიკის შელახვაში, დაბნეულობის შემოტანაში საქართველოსთან მიმართებაში, ფართოდ დაგმობილი “უცხოელი აგენტების” კანონის თაობაზე.
გამოცემა წერს, რომ მანამდე კიდევ ერთმა, მეოთხე დიპლომატმა გამოთქვა შეშფოთება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში ვარჰეის როლის გამო, იმის გათვალისწინებით, რომ უნგრეთი ღიად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის წევრობას.
“ეს არის ის, რასაც ჩვენ ვიღებთ იმით, რომ მელა დავაყენეთ საქათმის მეთვალყურედ”, – განუცხადა ელჩმა POLITICO-ს Brussels Playbook-ს.
ვარჰეის ოფისსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, “პოლიტიკოს” თხოვნის მიუხედავად, ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს