ორბანი: ევროპული საბჭოს ჩვენი თავჯდომარეობის მთავარი ამოცანა მშვიდობისთვის ბრძოლაა

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა და ს პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ორბანმა ხაზი გაუსვა უნგრეთის, როგორც ევროპული საბჭოს თავჯდომარის როლს რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარების მცდელობაში.
ორბანის თქმით, უნგრეთის თავჯდომარეობის მთავარი ამოცანა მშვიდობის დამყარების გზების პოვნაა და მოსკოვშიც ის სწორედ ამ მიზნით ჩავიდა ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად.
“ევროპას სჭირდება მშვიდობა. ბოლო ორნახევარი წლის მანძილზე დავრწმუნდით, რომ დიპლომატიისა და ურთიერთობის გარეშე მშვიდობას ვერ მივაღწევთ. მშვიდობა თავისით არ დამყარდება, მისთვის მუშაობაა საჭირო. სწორედ მშვიდობის მიღწევის გზებზე მქონდა საუბარი ბატონ პრეზიდენტთან [პუტინი]. მომდევნო 6 თვის მანძილზე, ევროპული საბჭოს ჩვენი თავჯდომარეობის მთავარი ამოცანა მშვიდობისთვის ბრძოლაა. მინდოდა გამეგო, რა არის ყველაზე მოკლე გზა ომის დასასრულებლად” – ამბობს ორბანი.
უნგრეთის პრემიერმინისტრი მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად დღეს ჩავიდა.აქამდე, 2 ივლისს კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს, ს შეხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ ორბანმა ყურადღება გაამახვილა ევროპული საბჭოს თავჯდომარეობაზე, ევროკავშირში მის რუსეთში ვიზიტს კრიტიკა მოჰყვა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ორბანის მოსკოვში ვიზიტს სოციალური ქსელის საკუთარ ანგარიშზე გამოეხმაურა.
“ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეობა ევროკავშირის სახელით რუსეთთან ურთიერთობის მანდატს არ მოიცავს. ევროპული საბჭოს პოზიცია ნათელია: რუსეთი აგრესორია, კი მსხვერპლი. უკრაინაზე დისკუსია უკრაინის ჩართულობის გარეშე დაუშვებელია”. – წერს მიშელი X-ზე.
ევროკავშირის წარმომადგენელმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, RFE/RL-ს უთხრა, რომ ორბანს ვიზიტთან დაკავშირებით არავინ გაუფრთხილებია. მისივე თქმით, გაფრთხილების შემთხვევაში შარლ მიშელი ამ ვიზიტის მკაცრად წინააღმდეგი იქნებოდა.