უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მმართველის რანგში მოქმედმა მისმა პარტიამ, “ფიდესმა”, გამარჯვება მოიპოვა 9 ივნისის ევროპულ და ადგილობრივ არჩევნებზე – თუმცა მისი ყოფილი მოკავშირე, რომელიც ამჟამად განსხვავებული, ევროკავშირის მომხრე პოლიტიკით გამოდის, ამბობს, რომ მისი პარტიის წარმატება უნგრეთისთვის მოასწავებს პოლიტიკური გარღვევის დასაწყისს.
ორბანის ეროვნულ-პოპულისტური ორიენტაციის “ფიდესმა” ევროპული კენჭისყრა მოიგო ხმათა 44 პროცენტით, ხოლო მისი ყოფილი მოკავშირის, პეტერ მადიარის “პატივისცემისა და თავისუფლების” პარტიას (“ტისცა”) ამომრჩევლის 30 პროცენტამდე მიემხრო – წინასწარი მონაცემებით, რომლებიც თითქმის სრულად დათვლილ ხმებს ეყრდნობა.
“ფიდესი” კვლავ ფლობს 11 მანდატს ევროპის პარლამენტში უნგრეთის 21 ადგილიდან – მაშინ, როცა წინა არჩევნების შედეგით მას 13 მანდატი ჰქონდა. “ტისცა”, სავარაუდოდ, ევროპის პარლამენტში მოიპოვებს შვიდ ადგილს და განავითარებს ორბანის პოლიტიკასთან შედარებით უფრო მეგობრულ პოლიტიკას ბრიუსელთან.
“ტისცას” აღმასვლამ დარტყმა მიაყენა ვეტერან ოპოზიციურ ძალას, მემარცხენე-ცენტრისტულ დემოკრატიულ კოალიციას. “დღეს ჩვენ დავამარცხეთ ძველი ოპოზიცია, დავამარცხეთ ახალი ოპოზიცია” – თქვა ორბანმა. ხოლო მადიარმა განაცხადა: “ცხადია, რომ ესაა ვატერლოო ორბანის ძალაუფლების მანქანისთვის, ეს დასასრულის დასაწყისია”.