ორბანის თქმით, ევროკომისიაში ისევ ვარჰეის კანდიდატურას წარადგენს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში ისევ ოლივერ ვარჰეის კანდიდატურას წარადგენს.
ოლივერ ვარჰეი ბოლო 5 წელი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობას იკავებდა.
როგორც ვიქტორ ორბანი აცხადებს, ის მეორე ვადით არჩეულ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ოლივერ ვარჰეის კანდიდატურაზე უკვე ესაუბრა.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომისარმა ვარჰეიმ დაამტკიცა, რომ ევროკავშირს შეუძლია ცვლილებების შეტანა, როგორც პოზიტიურ ძალას მის სამეზობლოში და მის ფარგლებს გარეთ. ის შესანიშნავ საქმეს გააკეთებს მომავალ კომისიაში!“ – დაწერა ორბანმა X-ზე.
ოლივერ ვარჰეი ევროკომისიას ვიქტორ ორბანმა 2019 წელს უნგრეთის კვოტით წარუდგინა. როგორც უცხოურ მედიაში იწერება, ის უნგრეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირია და ევროკომისიაში მის ინტერესებს ატარებს. „ორბანის კაცი ბრიუსელში“ — ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია გერმანული გამოცემა „დოიჩე ველემ“ 2022 წელს, რომელშიც ნათქვამია, რომ ვარჰეი ევროკავშირში ორბანის დღის წესრიგს ატარებს.
23 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა, რომ რომ ერთ-ერთი ევროკომისარი ს პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა. თუმცა, არ ასახელებდა ვისზე იყო საუბარი. 15 მაისს, ფიცოს ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და დაჭრეს.
თუმცა კობახიძესთან საუბარი დაადასტურა ოლივერ ვარჰეი, რომელიც პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ მათი სატელეფონო საუბრის ერთი ნაწილის კონტექსტიდან ამოგლეჯა მოხდა.
თუმცა 19 ივლისს, რუსთავი 2-თან ინტერვიუში, მ განაცხადა, რომ ვარჰეის მუქარა პირადად მისი მისამართით არ გაუჟღერებია.
„ჩემზე არასოდეს ყოფილა საუბარი, იყო მუქარა, ინგლისურში მრავლობითი და მხოლობითი ერთნაირად გამოითქმის. საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად – თქვენ ნახეთ, რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთშიო“, – განაცხადა კობახიძე,

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი: ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე, კორუმპირებული ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს – საქართველოსთვის მთელი დაფინანსება უნდა შევწყვიტოთ, თუ ეს მოხდება