ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
ოპოპარტიებს და ლიდერებს გეკითხებით: ბოლომდე გაქვთ გააზრებული რატომ გაგრიყათ და ვერ გიტანთ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით ისინი, ვინც საკუთარი აქტიურობით თქვენი მოკავშირე უნდა იყოს? და ისიც გაქვთ გააზრებული, რატომ ვერ ქმნით პოლიტიკურ დღის წესრიგს?
(ცალკე საკითხია, დღეს, საქართველოში რეალურად არსებობს თუ არა პოლიტიკური პარტია.)
ამას მეასედ ვამბობ, მაგრამ თქვენ ხომ არანაკლებ ყრუები ხართ ვიდრე “ოცნება”.
იმიტომ რომ ის, რასაც თქვენ პარტიას ეძახით, რეალურად შპს -ა, რომლის დამფუძნებლები ბრძანდებით ეგრეთწოდებული ლიდერები.
ტიპები, რომლებიც ჩაბეტონებულები ხართ – თავმჯდომარეებად/დირექტორებად.
თქვენი “პრივილეგია” ის არის, რომ
ზოგს ფული გაქვთ, ზოგს გავლენა დ ზოგს კიდევ მარიფათი.
მე ამიხსენით კონკრეტულად, რატომ უნდა დავიჯერო, რომ თქვენ, ხვალ ბიძინაზე უკეთესები და დემოკრატიულო ლოდერები იქნებით, თუ ყოველი მორიგი მარცხის შემდეგ, ყველაფერს ვიღაცას აბრალებთ და არასოდეს განიხილქვთ საკუთარ შეცდომებს, არ გაქვთ შიდა პარტიული კონკურენცია და ლიდერთა ცვლა? მიხრწნადი მყოფი ბრეჟნევები ხართ და თქვენც უნდა ჩაირეცხოთ.
ჩემთვის თქვენ – ლამის ყველა, პატარა ტირანები ხართ, ეს უკეთეს შემთხვევაში და უარესში – ცეხავიკები. ეს გააზრება გაკვდებათ ზედ. ამიტომაც იყიდებით ადვილად.
რატომ არ არის პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში? იმიტომ რომ მეტი აღარ იცით, ინტელექტუალური რესურსი არ გაქვთ, მაგრამ გაქვთ კარმუშკა. საიდან და. როგორ მოვლენ პოლიტიკაში ახალი სახეები, როდესაც არაფერს თმობთ. თქვენ ხართ ისინი ვინც პოლიტიკურ პროცესს ბლოკავს.
ჰო და – სხვა უამრავ ფაქტორთან ერთად, ამ სახელმწიფოს უბედურების შემომქმედები თქვენ უფრო ხართ, ვიდრე ბიძინა, რომლის გადარჩენისთვის არსებობთ რეალურად.
ისე რა ამაზრზენები ხართ ხვდებოდეთ მაინც.
