ოპონირებისთვის არგუმენტები რომ ვერ მოიყვანეს, მედიის ცენზურაზე ალაპარაკდნენ, ისეთ მძიმე მდგომარეობაში არიან, მედიის დაფინანსების გამჭვირვალობას მედიის ცენზურა დაარქვეს

ოპონირებისთვის არგუმენტები რომ ვერ მოიყვანეს, მედიის ცენზურაზე ალაპარაკდნენ, ისეთ მძიმე მდგომარეობაში არიან, მედიის დაფინანსების გამჭვირვალობას მედიის ცენზურა დაარქვეს
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს როგორც მათ მამხილებელ საშუალებას, ისევ ყველა მიმართულებით ებრძვიან არასამთავრობოები და მათი დამფინანსებლები, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, , რითაც ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბანერს წარწერით: “სასამართლოს გამჭვირვალობა ევროპულია, მედიის ცენზურაა რუსული!”
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, არასამთავრობოებს და მათ დამფინანსებლებს ისე გაუჭირდათ არგუმენტების მოყვანა, რომ მედიის დაფინანსების გამჭვირვალობას ცენზურა დაარქვეს.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს როგორც მათ მამხილებელ საშუალებას, ისევ ყველა მიმართულებით ებრძვიან არასამთავრობოები და მათი დამფინანსებლები. კანონპროექტის ირგვლივ ყველა შინაარსობრივი პოსტი თუ პოსტერი დაარეპორტეს, საინფორმაციო ომში გაცხადებულ შინაარსს არ მალავენ – კანონპროექტის ირგვლივ ოპონირებისათვის არგუმენტები რომ ვერ მოიყვანეს მედიის ცენზურაზე ალაპარაკდნენ.
ისეთ მძიმე მდგომარეობაში არიან, რომ მედიის დაფინანსების გამჭვირვალობას მედიის ცენზურა დაარქვეს. სიმართლე ვერანაირი ხერხით ვერ გადაიფარება. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დასრულებულ სამართლებრივ სახეს მაინც მიიღებს და შავი ფულის გამოყენებით უსაფრთხოებისადმი არსებულ რისკებს როგორც გამოწვევას აგვარიდებს”, – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.
Previous: როგორც გამჭვირვალობის კანონზე გამოელიათ “არგუმენტები” და ფბ-სტატუსების დაბლოკვაზე გადავიდნენ, ასე იქნება სულ, იმიტომ რომ სიცრუეზე აგებულ თემებს განხორციელება არ უწერია

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს 750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა – ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სად და რა ღირებულებებზე დგას საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი