ოპონენტებს ძალიან აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა – ისინი აცხადებდნენ, რომ გვექნებოდა ორნიშნა ინფლაცია და გვაქვს სტანდარტული მაჩვენებელი, ეკონომიკურ ზრდაზე ამბობდნენ, რომ გვექნებოდა მინუსი და არის 9,8%

ოპონენტებს ძალიან აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა – ისინი აცხადებდნენ, რომ გვექნებოდა ორნიშნა ინფლაცია და გვაქვს სტანდარტული მაჩვენებელი, ეკონომიკურ ზრდაზე ამბობდნენ, რომ გვექნებოდა მინუსი და არის 9,8%
ჩვენს ოპონენტებს ძალიან აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ ჩვენ გვექნებოდა ორნიშნა ინფლაცია ქვეყანაში, მაშინ, როდესაც გვაქვს სტანდარტული მაჩვენებელი ამ კუთხით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გადაცემა „იმედის კვირაში“.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ კამპანიებმა თავისი შედეგი ვერ გამოიღო.
„ჩვენს ოპონენტებს ძალიან აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა. ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ ჩვენ გვექნებოდა ორნიშნა ინფლაცია ქვეყანაში, მაშინ, როდესაც გვაქვს სტანდარტული მაჩვენებელი ამ კუთხით. ისინი აცხადებდნენ, რომ ლარის კურსი მარტში მიაღწევდა 3,1-ს, და ჩვენ სტაბილურად ვინარჩუნებთ ლარის კურსს 2,72-ის ფარგლებში. ეკონომიკურ ზრდაზე ამბობდნენ, რომ გვექნებოდა მინუსი და აქამდე მაჩვენებელი არის 9,8%. ამ კამპანიებმა თავისი შედეგი ვერ გამოიღო“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საერთაშორისო დამკვირვებელი: ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვით დგინდება, რომ ამომრჩეველი ენდობა წინასაარჩევნო, საარჩევნო და არჩევნების შემდგომ პროცესსაც – რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიყავით, არც ერთი პრობლემა არ გამოვლენილა

არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა-ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა, მეორე მხარეს არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია და დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება

იგორ ნარმანია 20 კაცით თავს დაესხა 2 ადამიანს და მოგერიების დროს ისიც კი ვერ მოახერხა, რომ თავში არ მოხვედროდა, იმიტომ, რომ „ნაცია“, გამოძიება დაადგენს ყველაფერს, მათ შორის, ვინ იყო მსხვერპლი და ვინ – მოძალადე