ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პროტესტი, სხდომათა დარბაზის მაგიდებზე ხელებისა და წიგნების ბრახუნით გამოხატეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის ანრი ოხანაშვილის გამოსვლისას, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები პროტესტს მაგიდაზე ხელებისა და წიგნის დაბრახუნებით გამოხატავდნენ.
„მოსმენა არის ევროპული, მონობა არის რუსული, რასაც აკეთებთ, მოისმინეთ!“ – მიმართა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.
ამასთან, ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც მიმართა.
„წიგნი არის საკითხავად და არა სარტყმელად. დანიშნულებისამებრ რომ გამოიყენოთ, თქვენც წაგადგებათ და საქმესაც,” – აღნიშნა პაპუაშვილმა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ლელოს“ დეპუტატი დარბაზიდან გააძევა.