ოპოზიციონერებმა თვითონაც იციან, რომ ასე ხელოვნურად ვერ იქმნება ეს ე.წ. მუხტი. მათ არა აქვთ დღის წესრიგი

ოპოზიციონერებმა თვითონაც იციან, რომ ასე ხელოვნურად ვერ იქმნება ეს ე.წ. მუხტი. მათ არა აქვთ დღის წესრიგი
ოპოზიციონერებმა თვითონაც იციან, რომ ასე ხელოვნურად ვერ იქმნება ეს ე.წ. მუხტი, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა საპროტესტო აქციებზე საუბრისას.
„ოპოზიციას არა აქვს დღის წესრიგი. მუხტი კი არ უნდა ჰქონდეთ, უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც მათ ვერ შექმნეს, მე-13 წელია. ამას განსაკუთრებით ვერ შექმნის , რომელიც ბოლო პერიოდში სისხლის სამართლის დანაშაულების გზას დაადგა, როდესაც უცხო სახელმწიფოებში დადის და იქ ცილს სწამებს საქართველოს თითქოს, ჩვენი ქვეყანა არის სანქციების გვერდის ავლის ჰაბი. რაღა სანქციებზეა ლაპარაკი, როდესაც უკვე მსოფლიოში მიმდინარეობს პროცესი, როდესაც ეძებენ გზებს, რომ ეს სანქციები მოხსნან, შეამსუბუქონ, რათა გაიხსნას გზა ამ ომის პოლიტიკური მოლაპარაკებით მოწესრიგებისკენ.
ესენი არიან ჩარჩენილი იმ დღის წესრიგში, რომელიც არსებობდა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, იმართებიან ბრიუსელის იმ ბიუროკრატიისგან, რომელიც თვითონ არის პოლიტიკური აუტსაიდერი და მათ მიერ დადგენილი დღის წესრიგით ჰყავთ მოკავშირეებად ბალტიისპირეთის სახელმწიფოები და დგამენ ნაბიჯებს. უნდათ, რომ თბილისში შექმნან ისეთი სურათი, თითქოს, აქ პოლიტიკური პროტესტი მიმდინარეობს“, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება