ოპოზიციის წარმომადგენლები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდნენ

ოპოზიციის წარმომადგენლები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მედიასთან განაცხადეს, ეუთოს წარმომადგენლებმა დაუდასტურეს, რომ ეუთოს მისია ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ჩამოვა და წინასაარჩევნო პროცესებს დააკვირდება.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ძირითადად სამი საკითხი განიხილეს, უსაფრთხოების კუთხით შექმნილი ვითარება, კანდიდატის სტატუსი და არჩევნები.
ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ისაუბრეს მათ შორის, საარჩევნო სისტემაზე, დაბალი ბარიერის მნიშვნელობაზე და იმ ახალ ინიციატივებზე, რაც ჩნდება საპარლამენტო დისკუსიის სივრცეში და მათ შეშფოთებას იწვევს.
“მაგალითად, ძველი პირადობის მოწმებების გამოყენება არ იყო დღის წესრიგში და გაჩნდა. ამას არანაირი კავშირი არ აქვს ოპოზიციის მხრიდან ინიციატივაზე. ეს საკითხი რეალურად წამოჭრა “ქართულმა ოცნებამ” და როგორც ჩანს, აპირებს კიდეც მის მიღებას და დამტკიცებას, რითაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ აპირებენ მის გამოყენებას გაყალბების საშუალებად.
ვისაუბრეთ ასევე ქალი პოლიტიკოსების მადისკრედიტებელ კამპანიაზე, რომელიც დიდი ალბათობით კიდევ უფრო გაღრმავდება და ეს არ უზრუნველყოფს თანასწორ მონაწილეობას საარჩევნოდ. ვისაუბრეთ პროგრამებზე, რასაც ხშირად იყენებს ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსისთვის და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში გვყავდეს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები და სწორად ამაზე მივიღეთ პირობა, რომ ეუთოს ექნება გრძელვადიანი დაკვირვება, რაც ნიშნავს აქ მისიის 4-5 თვით ადრე მოვლინებას, რომ დააკვირდეს წინასაარჩევნო პროცესებს”, – განაცხადა “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე: ევროკავშირმა სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა – ეს დადასტურებაა, რომ მეგობრებს ვახსოვართ

ირაკლი კობახიძე: „იგლ ჰილსის“ პროექტზე – 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 – უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, 8 ბინა არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა, თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ქვეყანა

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს