ოპოზიციის შემდეგ, ოხანაშვილმა კომიტეტიდან NGO-ების წარმომადგენლები გააძევა

11 ოპოზიციონერი დეპუტატის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან, სადაც რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გააძევა.
ანრი ოხანაშვილმა დარბაზი დაატოვებინა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს წარმომადგენელს ლიკა საჯაიას და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ნათია კუპრაშვილს.
“დატოვეთ დარბაზი. გაძევებული ხართ, გაბრძანდით! სამარცხვინო საქციელია. შეურაცხყოფის მოსაყენებლად მობრძანდით და თქვენ, ამაში იღებთ როგორც ჩანს ხელფასს, სამწუხაროა”, – ასე მიმართა ანრი ოხანაშვილმა ნათია კუპრაშვილს.
ლიკა საჯაია მან ოპოზიციონერი დეპუტატების მსგავსად “რეგლამენტის დარღვევის” მიზეზით გააძევა დარბაზიდან.
“არღვევთ რეგლამენტს, დატოვეთ დარბაზი, ქალბატონო ლიკა. როდესაც შეურაცხყოფას აყენებთ დეპუტატებს, ამის უფლებას არ მოგცემთ. უზრდელი ხართ, ქალბატონო ლიკა, ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამას აკეთებთ სხდომათა დარბაზში. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, სად ხართ. განცდა არ გაქვთ, რომ ეს არის საქართველოს პარლამენტი, ამიტომ გაბრძანდით აქედან და ზრდილობა ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ და მიმართოთ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს”, – მიმართა ოხანაშვილმა ლიკა საჯაიას.
კომიტეტის თავმჯდომარე მიკროფონს უთიშავს ყველას, ვინც, მისი აზრით, კითხვებს კანონპროექტის მუხლებთან დაკავშირებით არ სვამს და აძევებს დარბაზიდან ყველას, ვინც “რეგლამენტს არღვევს”.
ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან ჯამში 11 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა, კერძოდ: დავით ხაჯიშვილს, გიორგი გოდაბრელიძე, ხატია დეკანოიძე, , ანა წითლიძე, თამარ კორძაია, ქეთი თურაზაშვილი, , , და .
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად გირჩის წევრმა, მ დატოვა.