“ოპოზიციის საშინელი შეცდომა” – რას ნატრობენ მოქალაქეები? – ლევან ლორთქიფანიძე –

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე;
🔴 ოპოზიციის საშინელ შეცდომად მიმაჩნია ის, რომ ლიდერები ხმას არ იღებენ ტექნიკური მთავრობის იდეის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტმა, ქ-ნმა სალომე ზურაბიშვილმა ადრევე შეამჩნია, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა უკიდურესად ნეგატიურად არის განწყობილი თითქმის ყველა პოლიტიკოსის მიმართ. მოქალაქეები ნატრობენ ივანიშვილისა და მისი ქვეშევრდომების ხელისუფლებიდან გასტუმრებას, მაგრამ ეშინიათ არ მიიღონ მთავრობა, რომელშიც გენერალური პროკურორი იქნება, ფინანსთა მინისტრი და კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელი. 🔴 ასეთი შიშების გასაქარვებლად ქ-ნმა სალომემ პრაქტიკულად ყველა ოპოზიციონერი დაითანხმა, რომ პარლამენტში მანდატების უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში ისინი მხარს დაუჭერენ დარგობრივი, უპარტიო სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულ დროებით მთავრობას, რომელშიც ოპოზიციური ლიდერები არ გაწევრიანდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს – ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რა სამართალიც არ გვინდოდა ყოფილიყო – არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს

კობახიძე: გამორჩეული ლიდერების სიმცირე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები და ეს ქვეყანა, თურქეთი, თავისი დიდი ლიდერით, გამონაკლისია