ოპოზიციის კონსოლიდაციას ერთხელ უკვე დაერქვა ფანჩატური, ეს ფანჩატურია სიმბოლო – სარჯველაძე სააკაშვილის განცხადებაზე

ოპოზიციური სუპერგაერთიანების შექმნის ინიციატივა, ფანჩატური 2-ს წარმოადგენს და არასერიოზულია, როდესაც ამაზე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი საუბრობს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილს რეალობის განცდა და შეგრძნება იმისა, თუ როგორია რეალურად საზოგადოების დამოკიდებულებები და მოთხოვნები, დაკარგული აქვს.
“გასაგებია, რომ მისთვის ნომერ პირველი საკითხი ციხიდან გასვლა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა, მეორეს მხრივ კი ეს არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი საქართველო მისი დღის წესრიგით ცხოვრობს. ოპოზიციის კონსოლიდაციას ერთხელ უკვე დაერქვა ფანჩატური, ეს ფანჩატურია სიმბოლო,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს. “ოპოზიციას ვთავაზობ, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი,” – განაცხადა სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა