ოპოზიცია ხალხის თვალში თავიდან ბოლომდე დისკრედიტებულია, ყველამ იცის, რომ ეს ადამიანები მუშაობენ საქართველოს სასიცოცხლო ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ოპოზიცია ხალხის თვალში არის თავიდან ბოლომდე დისკრედიტებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავის დროზე ოპოზიცია პირდაპირ დადიოდა დერეფნებში ევროპულ სტრუქტურებში და უპირისპირდებოდა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღებოდა.
„ამის შემდეგ რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ ლობირებდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, მოლაპარაკებების გახსნის წინააღმდეგ, პირდაპირ ხელს უშლიდა სამუშაო ჯგუფების საქმიანობას, არ იღებდა მონაწილეობას ამ ჯგუფების საქმიანობაში და ა.შ. ეს კამპანია გრძელდება, კამპანია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაზეც საზოგადოებამ უკვე გააკეთა საკუთარი შეფასება, როდესაც 2024 წლის 26 ოქტომბერს გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე და მკაცრი პასუხი გასცა რადიკალურ ოპოზიციას.
საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ოპოზიცია ხალხის თვალში არის თავიდან ბოლომდე დისკრედიტირებული. ყველამ იცის, რომ ეს ადამიანები მუშაობენ საქართველოს სასიცოცხლო ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ამას აკეთებდნენ ისინი 2003 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და ამას აკეთებენ ისინი დღემდე. ამ კამპანიას აქვს ერთადერთი საფუძველი, ეს არის ის, რომ ისინი არიან აგენტები, ისინი ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ ემსახურებიან შესაბამის უცხოურ სუბიექტს, ეს არის აგენტის ხვედრი, როცა დაგავალებენ, პირდაპირ უნდა დაუპირისპირდე საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Previous: იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე დასკვნითი სიტყვით გამოვიდა
Next: საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები ემსახურება სასამართლოს და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში