ოპოზიცია ქვეყნის დაზიანებაში იხდის ფულს – თეა წულუკიანი

ისინი [ოპოზიცია] მხოლოდ საუბრით არიან დაკავებული. პრობლემა ის არის, რომ ამ საუბრისას და ცარიელი ლაპარაკისას მიზნად ისახავენ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისი თქმით, ისინი ფულს იხდიან ქვეყნის იმიჯის შელახვისთვის და სახელმწიფო ინტერესების დაზიანებისთვის.
„ეს ჩვენ ვნახეთ ბევრი წლის წინ, როდესაც ევროპულ სტრუქტურებს უვიზო რეჟიმის შესახებ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება. მე თავად დავსწრებივარ სხდომებს ბრიუსელში, სადაც დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვენს თვალწინ ამტკიცებდნენ, რომ ქართველი ხალხი ამ მთავრობის პირობებში არ იმსახურებდა უვიზო მიმოსვლას, რომ ასოცირების რეჟიმი ამათ არ ეკუთვნითო, თითქოს ჩვენ რაიმე განყენებული ვიყავით, ავიწყდებოდათ, რომ ერთი და იგივე ქვეყნის შვილები ვართ და ამით ქვეყანას აყენებდნენ ზიანს.
ეს დღემდე გრძელდება. ახლა ვიგებთ (რადგან -ში ასეთი კანონია), გამოქვეყნდა, რომ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელი და არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინათ კონგრესმენებისთვის. შეხვედრები ჩატარდა ასევე სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრში, რაც თავისთავად შემდეგ სხვადასხვა ტიპის მცდარ ანალიტიკურ შეფასებებს წარმოშობს. ამით არის ოპოზიცია დაკავებული – ქვეყნის დაზიანებაში იხდის ფულს და ცდილობს სახელმწიფოს იმიჯი დაუშვებელი მეთოდებით შელახოს. კარგია, რომ ჯერჯერობით ეს ვერ ამართლებს, თუმცა, ყოველ ჯერზე ჩვენ ამის გაბათილება გვიწევს, იხარჯება დრო და რესურსი, მაგრამ ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ ისინი ჩვენი მომავლის მტრობით არიან დაკავებულები, რაც ძალიან სამწუხაროა“, – აღნიშნა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა არის ყველაზე ამორალური დანაშაული, მაგრამ ამ დანაშაულზე მეტად ამორალურია ის კომენტარები, რასაც ნაცმოძრაობის წევრები აკეთებენ