ოპოზიცია არ დაესწრო საკრებულოს სხდომას, სადაც კალაძემ დასამტკიცებლად ბიუჯეტი წარადგინა

თბილისის მერმა, მ დედაქალაქის ბიუჯეტი საკრებულოში “ქართული ოცნების” წევრებს წარუდგინა. ოპოზიციური პარტიები სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ, მათი თქმით, კალაძე კორუფციითაა სახელგანთქმული და არალეგიტიმურ ხელისუფლებას წარმოადგენს.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” აცხადებს, რომ კახა კალაძე კორუფციით სახელგანთქმული მერია, რომელიც არის არალეგიტიმური ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სპიკერი:
“ის არის ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული, ძალადობრივი ქმედებებისა და რეჟიმის გამმართლებელი, დაუშვებლად მიგვაჩნია მასთან ერთად საკითხების განხილვაში მონაწილეობა.
ახლა, როცა ს გაყალბება, საარჩევნო მანიპულაციები, ხმის ფარულობის დარღვევა, მოქალაქეთა დაშინება და ხელისუფლების მხრიდან სხვა უხეში ჩარევა არჩევნებში უკვე დადასტურდა ეუთო-ოდირის დასკვნითაც, მაგრამ ამ ფონზე ის კვლავ განაგრძობს მისთვის ჩვეულ რიტორიკას გამოვრიცხავთ მასთან ნებისმიერ საკითხზე მსჯელობას და მასთან ყალბ დისკუსიაში შესვლა იქნება ყოველდღიურად ბრძოლაში მყოფი, გულანთებული, პატრიოტი თბილისელების ღალატი.
ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ პროტესტს და ვიდგებით ჩვენი თანამემამულეების გვერდით, ვიდრე არ გათავისუფლდებიან რეჟიმის პატიმრები და არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები,” – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ისინი რუსეთუმე კალაძესთან ერთად საკრებულოში მისვლას, სხდომაზე დასწრებას და დემოკრატიობანას თამაშს არ აპირებენ:
“სანქცირებული არის „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, რომელმაც ქვეყანას დააკარგვინა ევროპული პერსპექტივა და წაიყვანა სკენ. ეს ადამიანი ასევე არის ზონდერ ჯგუფების ერთ- ერთი მთავარი დამფინანსებელი და მფარველი, რომლებიც ყოველდღიურად სცემენ, იტაცებენ, შეურაცხყოფას აყენებენ მშვიდობიან მომიტინგეებს.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის მილიონი პრობლემა, წარმოუდგენელია, რომ ამ უნიღბო რუსეთუმესთან ერთად დავსხდეთ საკრებულოში, ვითომ ქვეყანაში არაფერი არ ხდება და დემოკრატიობანა ვითამაშოთ.
თუ გვინდა პოლიტიკა დაბრუნდეს საკრებულოში, პარლამენტში და ქვეყანაში, გამოსავალი არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა ივანიშვილის და მისი რუსული რეჟიმის გარეშე. დღეს ჩვენ სხდომას არ ვესწრებით და ვაგრძელებთ პროტესტს ქუჩაში,” – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, კახა კალაძე დედაქალაქის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული და სამარცხვინო მერი არის:
“ჩვენი კოალიცია, “ძლიერი საქართველო” და საკრებულოში ჩვენი ფრაქცია არ იღებს მონაწილეობას ამ ფარსში. ჩვენ კახა კალაძესთან კითხვები არ გაგვაჩნია. არ გაგვაჩნია კითხვები იმ რეჟიმის წარმომადგენლებთან, რომლებიც ადამიანებს ქუჩაში უსწორდებიან და კახა კალაძე არის ამ რეჟიმის ერთ-ერთი გამორჩეულად სამარცხვინო სახე.
ჩვენ ვნახეთ, რომ თბილისელებმა ივანიშვილს გასცეს პასუხი 26 ოქტომბერს, როდესაც მასშტაბური გაყალბების მოუხედავად, უარი უთხრეს “ქართულ ოცნებას” და მის პოლიტიკას. ამ უარის მიზეზი, რა თქმა უნდა, არის ის ტოტალური კორუფცია, რომელშიც ჩაძირულია თბილისის მერია და კარგად ჩანს, რომ ეს არის ერთადერთი რამ, რისთვისაც ხელისუფლება სჭირდება კალაძეს და ივანიშვილს, რომ თბილისელების ხარჯზე აკეთონ ფული,” – აღნიშნავს საბა ბუაძე.
საკრებულოს სხდომაც არც პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრები დაესწრებიან. მათი განცხადებით, რუსული კანონის მიღების შემდეგ ბოიკოტის რეჟიმში არიან:
“27 დღიანმა სახალხო პროტესტმა მოგვიტანა ის რომ არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა აღიარებს არალეგიტიმურ მთავრობას და პარლამენტს; ჩვენი ქვეყნის მრავალი წლის პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან დაწესდა პერსონალური სანქციები იმ ინდივიდების მიმართ, ვინც არღვევს კონსტიტუციას, ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე, ჩაფლულია სისტემურ კორუფციაში, ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში და კლავს ევროინტეგრაციის პროცესს.
ასეთ ვითარებაში, ჩვენ, ცხადია, არ დავესწრებით დღევანდელ სხდომას. კორუმპირებულ, მოღალატე და მოძალადე ოცნების უმრავლესობასთან ერთად. ჩვენ პროტესტის ნიშნად ვტოვებთ სხდომას,” – ამბობს პარტიის წევრი თამარ ხვედელიანი და დღეს 19:00 საათზე მოქალაქეებს პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
თბილისის მერიის განცხადებით, 2025 წლის ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი იქნება. საკუთარი შემოსავლების გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტი “ქართული ოცნების” ხელისუფლებისგან დახმარების სახით 580 მილიონ ლარს მიიღებს.