ოპოზიციაში ნაადრევი ჟრიამული დაიწყო – ზაალა ანჯაფარიძე

ოპოზიციაში ნაადრევი ჟრიამული დაიწყო – ზაალა ანჯაფარიძე
ოპოზიციაში ცოტა ნაადრევი ჟრიამული დაიწყო, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლო (სტრასბურგის სასამართლო), ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ტყავს არ დახევს და ოპოზიციის სარჩელის საფუძველზე, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, როგორც მინიმუმ შეაჩერებს. ანუ, კიდევ ერთი ხავსი მოსაჭიდებლად, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ვენეციის კომისიამ თავისი პოლიტიზებული დოკუმენტი სააკაშვილის ადვოკატის აქტიური ჩართულობით ისე გამოაქვეყნა, რომ მოპასუხე არ ჰყავდა. სტრასბურგის სასამართლოზე კი საქართველოს სახელმწიფო იქნება მოპასუხე და მსჯელობა წავა მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში.
“ოპოზიციაში ცოტა ნაადრევი ჟრიამული დაიწყო, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლო (სტრასბურგის სასამართლო), ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ტყავს არ დახევს და ოპოზიციის სარჩელის საფუძველზე, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, როგორც მინიმუმ შეაჩერებს. ანუ, კიდევ ერთი ხავსი მოსაჭიდებლად.
ევროსტრუქტურებიდან ყველანაირი სიურპრიზი მოსალოდნელია, გავიხსენოთ თუნდაც სტრასბურგის მიერ რუსთავი-2-ზე სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერება, რომელიც შემდეგ იგივე სტრასბურგმა უკანვე წაიღო.
ამ შემთხვევაში კი განსხვავება ის გახლავთ, რომ ვენეციის კომისიამ ისე ჩაარიხინა თავის პოლიტიზებული დოკუმენტი, თან სააკაშვილის ადვოკატის აქტიური ჩართულობით, რომ მოპასუხე არ ჰყავდა. სტრასბურგის სასამართლოზე კი საქართველოს სახელმწიფო იქნება მოპასუხე და მსჯელობა წავა მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში. ამ კუთხით, კი კანონს ხარვეზს ვერ მოუძებნიან, ისევე როგორც ვერ მოუძებნეს სამართლებრივი ხარვეზი სააკაშვილის მიმართ დამდგარ სასამართლო განაჩენებს.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.
Previous: გასამართლდეს არა მარტო დაფინანსებული აგენტურული ქსელი, არამედ ის ადამიანებიც ვინც დღესაც აწარმოებენ ფსიქოლოგიურ ძალადობასა, ბულინგს ხელისუფლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ

ასევე დაგაინტერესებთ

ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო, გერმანიის ელჩის თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე, ღრმად არაევროპული ქცევაა, მნიშვნელოვანია, ამგვარი თავდასხმები შეწყდეს

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს