ოპოზიციაში აქციები ერთმანეთს უნდა გაუმართონ და არა ხელისუფლებას – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აქციები ოპოზიციაში უნდა გაუმართონ ერთმანეთს და არა ხელისუფლებას. სარჯველაძემ, შეფასება ს განცხადების საპასუხოდ გააკეთა:
“აქციები ოპოზიციაში უნდა გაუმართონ ერთმანეთს და არა ხელისუფლებას. იმიტომ, რომ ხელისუფლებას არ მიუძღვის ბრალი ოპოზიციის იმ მდგომარეობაში ჩადგომისთვის, რომელიც აქვთ. როცა შანსი არ აქვთ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ცდილობენ. ეს არ იქნება არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც იმ აზრის კულტივირებას შეეცდებიან, რომ კარგი გამოსავალია ქუჩაში აქციები, მიუხედავად იმისა, გაქვს ამის მიზეზი, თუ არ გაქვს,” – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანი გავრცელებულ განცხადებაში ოპოზიციის ნაწილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ვინც “ფუნთუშებზე გაზრდილი საბა ბუაძის, მუსტანგზე ამხედრებული ხაზარაძისა და ს, გახარიას იმედად არის დარჩენილი“, ან “პოლიტიკურად ბეცია“, ან “ნეტარი“.

ასევე დაგაინტერესებთ

სინდისის პატიმრები და სინდისის მქონე ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ფაშისტების, კაცების გამაუპატიურებლების, მწამებლების არც მომხრეები და არც „სასარგებლო იდიოტები“. სინდისის პატიმრებს არასოდეს უსვრიათ „მოლოტოვის კოქტეილები“

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერთსქესიანთა კავშირების ლეგალიზაცია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პირობაა – თუკი უკრაინას უყენებენ ამ პირობას, იგივე პირობას, როგორც ასევე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, დაგვიყენებენ ჩვენც