ოპოზიციამ, მორიგი დავალება მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისაგან –

ოპოზიციამ, მორიგი დავალება მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისაგან –
“ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, IRI-ისა და ამერიკის საელჩოს ორგანიზებით კაჭრეთის ამბასადორში ოპოზიციის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბარი ერთიანი სიების ფორმირებას შეეხებოდა.
მეგრელიშილის თქმით, ოპოზიციურმა სპექტრმა შენიშვნა მიიღო, რომ დიდი ფულის სანაცვლოდ მათ სახელმწიფოს აყირავება ვერ მოახერხეს და მიიღეს კონკრეტული მითითებები შემდგომში სამოქმედოდ.
„ქრონიკის ხელთ არსებული ინფორმაციით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ის და ამერიკის საელჩოს ორგანიზებით 24 მაისს კაჭრეთის ამბასადორში ოპოზიციის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გაიმართა. საუბარი მიმდინარე მოვლენებთან ერთად ერთიანი სიის ფორმირებას შეეხებოდა.
ოპოზიციამ, მორიგი დავალება მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისაგან, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია დავალების შინაარს საგულდაგულოდ ინახავს ყველაფერი მათ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში აუცილებლად გამომჟღავნდება.
ოპოზიციურმა სპექტრმა შენიშვნა მიიღო, რომ დიდი ფულის სანაცვლოდ მათ სახელმწიფოს აყირავება ვერ მოახერხეს; მიიღეს კონკრეტული მითითებები შემდგომში სამოქმედოდ;
დაზუსტდა ერთობლივი სია რომლითაც ისინი 26 ოქტომბერს არჩევნებში პოლიტიკურად იასპარეზებენ.“-წერს თამთა მეგრელიშვილი.
Next: დღეს პ(რეზიდენტი) სრულიად არაადეკვატური, უკვე ბოდვაში გადასული გზავნილებით ბოლოჯერ შეეცადა საზოგადოებაში არეულობა დაეთესა, ტკივილი მიეყენებინა ყველასთვის, ვისაც კი გადასწვდა

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა