ოპოზიციამ მომხრეები ღამის ათი საათიდან იქ დააყუდა, ღამე გაათენებინა, თავად კი მაინც დააგვიანა კომიტეტზე

ოპოზიციამ მომხრეები ღამის ათი საათიდან იქ დააყუდა, ღამე გაათენებინა, თავად კი მაინც დააგვიანა კომიტეტზე
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის არყოფნა მათი მხრიდან „ჟურნალისტებთან კეკლუცობის“ სურვილით ახსნა. როგორც მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, პირადად მას კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად წინააღმდეგობა არ შეხვედრია.
„მე გამოვედი სახლიდან ცხრის თხუთმეტ წუთზე და მოვედი პარლამენტში ცხრას რომ აკლდა თხუთმეტი წუთი.
ოპოზიცია ღამის ათი საათიდან იქ იდგა და დააგვიანა კომიტეტზე. ეს არის რეალობა. კომიტეტი დაიწყო ცხრა საათზე, როგორც იყო ჩანიშნული, იკითხა მომხსენებელმა იყო თუ არა რედაქციული შენიშვნები. შენიშვნები არ იყო და ამის შემდეგ გადავედით კენჭისყრის პროცედურაზე.
მორჩა კომიტეტი, გამოვედით გარეთ და ოპოზიცია კეკლუცობდა – ზოგი მარცხენა მხარეს იყო თავდახრილი, ზოგი მარჯვენა მხარეს და კეკლუცობდნენ ჟურნალისტებთან. იმაზე ნერვიულობენ, რომ მომხრეები ღამის ათი საათიდან იქ დააყუდეს, ღამე გაათენებინეს, თავად კი მაინც დააგვიანეს კომიტეტზე,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა, რასაც იმით ხსნიდა, რომ დეპუტატებს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.
Next: პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ კანონპროექტს ის ვეტოს დაადებს – სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იქცა უბრალო სათამაშო იარაღად, „გლობალური ომის პარტიის“ ხელში“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე

ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან – ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო