ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია

ყველა ოპერაციის შემდეგ, იქნება ეს ორთოპედიული ჩარევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ოპერაცია,ზოგადი ქირურგია თუ სხვა,რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ეტაპია გამოჯანმრთელების პროცესში.
რა მიზნით ტარდება პოსტოპერაციული რეაბილიტაცია?
· მოქნილობისა და ფუნქციის აღდგენა:ქირურგიული ჩარევა ხშირად იწვევს მობილობისა და ფუნქციის დროებით შეზღუდვას ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა ქსოვილის ტრავმა,იმობილიზაცია,პოსტოპერაციული ტკივილი ან სხვა.ფიზიკური რეაბილიტაცია ფოკუსირებულია მობილობის,ძალისა და ფუნქციის თანდათანობით აღდგენაზე მიზანმიმართული ვარჯიშებისა და მანუალური თერაპიის ტექნიკის საშუალებით.
· გართულებების პრევენცია: ოპერაციის შემდეგ პერიოდში ჰიპოდინამიამ შეიძლება გაზარდოს ისეთი გართულებების რისკი,როგორიცაა კუნთების სისუსტე,სახსრების მოძრაობის ამპლიტუდის შემცირება,თრომბოზი,ნაწოლები და სხვა.
· ტკივილისა და დისკომფორტის მართვა:ქირურგიული პროცედურების შემდეგ ხშირია ტკივილი და დისკომფორტი.ამ დროს გამოიყენება ტკივილის მართვის სხვადასხვა მეთოდები,მაგალითად – მედიკამენტები,ელექტროთერაპია, ულტრაბგერითი თერაპია და სხვა.
· ქსოვილების შეხორცების ხელშეწყობა:ფიზიკური რეაბილიტაციის მეთოდები ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას,ამცირებს ანთებას და ისეთი გართულებების რისკს,როგორიცაა ნაწიბუროვანი ქსოვილის განვითარება და ა.შ.
· მოძრაობის დიაპაზონის და მოქნილობის გაუმჯობესება
· სიძლიერისა და გამძლეობის გაზრდა:ოპერაციამ და მასთან დაკავშირებულმა აღდგენის პერიოდმა შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე.ფიზიკური რეაბილიტაციის ვარჯიშების მეშვეობით შესაძლებელია ძალისა და გამძლეობის აღდგენა.
პოსტოპერაციულ პერიოდში რეაბილიტაციისთვის გამოყენებული მეთოდები
ფიზიკური თერაპია ქირურგიული ჩარევის შემდგომ პერიოდში,ფუნქციური შესაძლებლობების აღსადგენად სხვადასხვა მეთოდებსა და ტექნიკას იყენებს. მეთოდის არჩევა დამოკიდებულია ოპერაციის ტიპზე,პაციენტის მდგომარეობაზე, მიზნებზე და ა.შ.
· თერაპიული ვარჯიშები
· მოძრაობის დიაპაზონის გასაზრდელი ვარჯიშები:მიზნად ისახავს სახსრების მოქნილობის გაუმჯობესებას და კონტრაქტურის თავიდან აცილებას.
· ძალისმიერი ვარჯიშები:მნიშვნელოვანია კუნთების გასაძლიერებლად.
· ფუნქციური ვარჯიშები:აქტივობები,რომელთა მიზანი არის ყოველდღიური დავალებების სიმულაციას.
· ჰიდროთერაპია
· წყლის ვარჯიშები:ტარდება აუზში სახსრებზე ზემოქმედების შესამცირებლად და მოძრაობის გასაადვილებლად.
· ჰიდრომასაჟი:წყლის ჭავლი გამოიყენება მასაჟისა და რელაქსაციისთვის.
· ბალანსისა და კოორდინაციის ვარჯიშები
· პროპრიოცეფციის სავარჯიშოები
· ბალანსის სავარჯიშოები:აძლიერებს სტაბილურობას და ამცირებს დაცემის რისკს.
· ოკუპაციური თერაპია
· ისეთი ყოველდღიური აქტივობების შესრულება როგორიცაა: ჩაცმა,კვება,მოვლა,დალაგება და სხვა.
· აუმჯობესებს მოტორულ უნარებსა და კოგნიტურ ფუქნციებს.
პოსტოპერაციული რეაბილიტაციის ჩატარება „ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრშია“ შესაძლებელი.ადგილზედაგხვდებიან მაღალკვალიფიციური ექიმები და ფიზიკური მედიცინისა დარეაბილიტაციის სპეციალისტები,რომლებიც ევროპული და ამერიკული გაიდლაინებით ხელმძღვანელობენ.რეაბილიტაციის ცენტრი თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს.ჩასაწერად დარეკეთ: 032 250 15 55