„ოპეკი+“-ის წევრი რვა ქვეყანა სექტემბერში ნავთობის მოპოვების გაზრდაზე შეთანხმდა

„ოპეკი+“-ის წევრი რვა ქვეყანა სექტემბერში ნავთობის მოპოვების გაზრდაზე შეთანხმდა.
„ევრონიუსის“ ცნობით, „ოპეკის“ წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, ნავთობის მოპოვება სექტემბერში დღეში 548 000 ბარელით გაიზრდება.
„ოპეკი+“-ის წევრები რამდენიმე წლის განმავლობაში ამცირებდნენ ნავთობის მოპოვებას, რათა „შავ ოქროზე“ ფასების სტაბილურობა შენარჩუნებულიყო, თუმცა 2025 წლის დასაწყისში მათ ეს კურსი შეცვალეს, რაც -ის პრეზიდენტის, ს მოწოდების ფონზე მოხდა, რომელიც ნავთობის მოპოვების გაზრდას ითხოვს.
„ევრონიუსი“ წერს, რომ „ოპეკი+“-ის გადაწყვეტილება იმ ფონზეა მიღებული, როდესაც ცდილობს, მოახდინოს ზეწოლა მოსკოვზე, რათა ის ში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს დათანხმდეს.
შეგახსენებთ, ამ კვირაში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს ში ომის დასასრულებლად შეთანხმებისთვის ვადას 8 აგვისტომდე აძლევს.