,, ონლაინმედიაზე ზოგადად არ გავრცელდება, მაგრამ მაუწყებლების შესაბამის ონლაინ პლატფორმებზე კანონის ნორმები გავრცელდება” – მამუკა მდინარაძე –

მამუკა მდინარაძე ,,მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს:
,,თუ აქამდე იყო თვითრეგულირებაში და კონკრეტულ მედიასაშუალებებს თავად ჰქონდათ კონკრეტულ დარღვევებზე რეაგირების უფლება და საშუალება, ახლა ეს ფუნქცია გადაეცემა კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას… ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა დამატებით ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, გარდა იმ ნორმებისა, რომელიც აღიარებული იყო თავად მთლიანი ქართული კორპუსის მიერ ჟურნალისტებისა და, პრაქტიკულად, ამ პროფესიის წარმომადგენელთა უმრავლესობა ხელს აწერდა ამას, გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე. დღეს აქტუალური იყო, მედიაში, როგორც მითხრეს, საკითხი, გავრცელდება თუ არა ონლაინმედიაზე ზოგადად. არა. ონლაინმედიაზე ზოგადად არ გავრცელდება, მაგრამ მაუწყებლების შესაბამის ონლაინ პლატფორმებზე კანონის ნორმები გავრცელდება”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – რეალურად, „ქოცს“ ახლა უნდა, ძლიერის პოზიციაში იყოს და ხალხს აჩვენოს, როგორი მაგრები არიან, გზავნილით: „ცნობილ ხალხს რას ვუკეთებთ და მოქალაქეებს რას გიზამთ, წარმოიდგინეთ“

Reuters – ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე ინდოეთის, ბრიტანეთის, პორტუგალიისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, შენობებს დაეცა – ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „ბევრი ადამიანი დაიღუპა“