ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრთან ღია ფორმატში შეხვედრას ითხოვენ

ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრთან, სთან ღია ფორმატში შეხვედრას ითხოვენ.
ონკოპაციენტების მხარდამჭერი ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელის, გვანცა აფხაიძის თქმით, მინისტრის დაპირების მიუხედავად, ქვეყანაში ონკოპაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტები კვლავ დეფიციტშია.
“როგორც ცნობილია, ჩვენ რამდენჯერმე პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა ჯანდაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან, ასევე პირდაპირი კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი სთანაც გვქონდა. მინდა აღვნიშნო, რომ მიხეილ სარჯველაძე პაციენტებთან ლმობიერია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის პრემიერ-მინისტრთან ან მედიასაშუალებებთან ერთად იმყოფება. ის დახურულ კარს მიღმა ონკოპაციენტებს არ უსმენს. ასევე, როდესაც ჩვენ მას განცხადებებით ან წერილით მივმართავთ, ის არავის ხვდება. ქვეყანაში წამლების დეფიციტი ისევ არის, არა და მან გამოაცხადა, რომ იმ წამლებზე დეფიციტი არ იქნებოდა, რომელიც პროგრამაში შესულია და სხვა წამლებთან დაკავშირებით ბრალეულობა უკვე კერძო კომპანიებზე გადაიტანა. ის პრეპარატები, რომელიც დაფინანსების პროგრამაშია, ონკოპაციენტებისთვის განკუთვნილი, სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები, ისევ დეფიციტშია უკვე სამი კვირაა. ჩვენ ყველა სააფთიაქო ქსელში დავრეკეთ და ვერ გვეუბნებიან, როდის აღარ იქნება დეფიციტი. სწორედ, ამიტომ ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მივმართავთ, რომ ის პაციენტებს ღია ფორმატით შეხვდეს ან პირდაპირ ეთერში ბრიფინგის ფორმით მოგვმართოს და გაგვარკვიოს, როდის აღარ იქნება წამლების დეფიციტი. ამასთან, უამრავი პრობლემა მოუგვარებელი რჩება, ეს ეხება კვლევებს, გვერდითი მოვლენების მართვას, გენეტიკურ კვლევას და ა.შ.”, – განაცხადა გვანცა აფხაიძემ.
გარდა ამისა, აფხაიძის განმარტებით, ისინი გეგმავენ, რომ 17 ივნისს პრემიერ-მინისტრს, ს განცხადებით მიმართონ და მათი პრობლემები გააცნონ.
“ჩვენ ვაპირებთ, რომ ორშაბათს პრემიერ-მინისტრს განცხადებით მივმართოთ. ასევე, მე პირადად 11 ივნისს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მივმართე და მას ონკოპაციენტების მხარდაჭერა ვთხოვე. ის დაგვპირდა, რომ ამას განიხილავს და ჩვენ მისგან გამოხმაურებას ველოდებით”, – აღნიშნა გვანცა აფხაიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ფეხბურთის ნაკრებისთვის 30 მილიონი ლარის გადაცემაზე – მადლობის მეტი რა გვეთქმის ბიძინა ივანიშვილზე, მის ოჯახზე ამ გადაწყვეტილების გამო – რატომ შეიძლება ადამიანი ამაზე დაიბოღმოს, მაგრამ ბრიყვები არიან