ონის საკრებულოს “ქართული ოცნების” მოქმედმა წევრმა, გიორგი მეშვილდიშვილმა აზერბაიჯანის სახელით იჭიდავა და ვერცხლის მედალი მოიგო. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “ინფო იმერეთმა” გაავრცელა.
ონის საჭიდაო სკოლის ფეისბუქ-გვერდის ცნობით, მეშვილდიშვილს წარმატებული სპორტული კარიერა აქვს.
ის არის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი; 2025 წლის ევროპის ჩემპიონი და 2025 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი. ბოლო ჯილდო მან აზერბაიჯანის სახელით ასპარეზობისას მიიღო.