ონიანი: 14 წლის ბავშვთან გაბედეს მოსვლა, იგინებოდნენ, აბრახუნებდნენ, ანუ ბავშვი შეაშინეს

როდესაც გავიგე, რომ დიმა ჩიქოვანს სცემეს, წავედით საავადმყოფოში და 14 წლის ბავშვი დარჩა სახლში. ერთადერთი, ვისაც ეს ეცოდინებოდა, რა თქმა უნდა, იყო სუს-ი. მათ 14 წლის ბავშვთან გაბედეს მოსვლა, აბრახუნეს კარებზე, კარები ჩაკეტილი გვქონდა გარედან, იგინებოდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ ანუ ბავშვი შეაშინეს.
ეს არის ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც დასდევს და აშინებს 14 წლის ბავშვებს, ეს არის დამთავრებული ხელისუფლება, ასეთი რამ ალბათ მსოფლიოში არსად არ ხდება, რომ არასრულწლოვნებს დასდევდეს სუს-ი და უგზავნიდეს ე.წ კრიმინალებს ანუ მათთან თანამშრომლობაში მყოფ ადამიანებს.
სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა ამ ყველაფერს მწვანე შუქი აუნთო.