“ომს რომ მშვიდობით იგებს ოცნება” – დვანში საოკუპაციო რეჟიმმა 2 ახალი საგუშაგო ჩადგა – ქაცარავა

დვანში, საოკუპაციო რეჟიმმა 2 ახალი საგუშაგო ჩადგა ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში. – ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი წერს და ფოტომასალას ავრცელებს.
დავით ქაცარავას ინფორმაციით, დვანში, ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, საოკუპაციო რეჟიმმა ბოლო 3 კვირაში 2 ახალი საგუშაგო ჩადგა.
ვბრუნდებით სოფელ დვანიდან, სადაც საოკუპაციო რეჟიმმა 2 ახალი საგუშაგო ჩადგა ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში.
აღნიშნული საგუშაგოების მოწყობა მოხდა უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში .
არ ჩერდება, მიუხედავად იმისა, რომ “რუსული ოცნება” მონურად უსრულებს კრემლს ნებისმიერ დაკვეთას.
რაო, როგორ არის ომს რომ მშვიდობით იგებს ოცნება” – წერს ქაცარავა.

ასევე დაგაინტერესებთ