ომი უკრაინაში – ქვეყნის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია. საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში, რაკეტებით თავდასხმის საფრთხის გამო ჩაირთო. აფეთქებები დაფიქსირდა დნეპრო პეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგში.
დაიბომბა სუმის ოლქის 8 სასაზღვრო დასახლება. ერთი მამაკაცი დაშავდა ხერსონის ოლქში ნაღმზე აფეთქების შედეგად.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გუშინ ფრონტზე უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის 57 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. განცხადების თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალები მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ. დაწინაურდნენ ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ რეგიონშიც.
რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ს მთავრობა ს საბრძოლო იარაღს აღარ მიაწვდის, სამაგიეროდ “ჰუმანიტარული, სამოქალაქო და ტექნიკური – არალეტალური დახმარების საკმაოდ ფართო სპექტრს” სთავაზობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გახარია მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არც ერთი კვადრატული მეტრი ტერიტორია არ დაკარგულა, ახლა თქვა სრულიად საპირისპირო, სადაც მონიშნეთ, რომ უნდა დადგმულიყო ქართული საგუშაგოები, იქ რუსებმა ჩადგეს საგუშაგოებიო – რა ჰქვია ამას, თუ არა ტერიტორიის დაკარგვა?

თეა წულუკიანი გახარიას – შს მინისტრი, რომელსაც ეგონა, რომ ეფექტური კონტროლი აღარ აქვს ქვეყანას მოცემულ ტერიტორიაზე, გადადგა ნაბიჯი საგუშაგოს დასადგმელად, გეგმავდა კიდევ 6 საგუშაგოს ჩადგმას, როდესაც თქვენ გახდით ყველაფერზე პასუხისმგებელი, რატომ არ გააგრძელეთ, თუ ეს კარგი ნაბიჯი იყო, საგუშაგოების ჩადგმა?

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თბილისიდან 40-50 კილომეტრში განლაგებულია რუსული სამხედრო დანაყოფები და მზად არიან ნებისმიერ დროს დაქოქონ ჯავშანტექნიკა, როსტოვის სამხედრო აეროდრომიდან ააფრინონ თვითმფრინავები და გააკეთონ ის, რაც 2008 წელს