ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ეხმაურება რუსეთის მასშტაბურ საჰაერო თავდასხმებს უკრაინაზე. მისი შეფასებით, ეს კიდევე ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთის მიზანი უკრანის განადურებაა.
კალასი წერს, რომ საჭიროა ძლიერი საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
“გასული ღამის თავდასხმები კიდევე რთხელ აჩვენებს, რომ რუსეთის მიზანია მეტი ტანჯვის გამოწვევა უკრაინაში და მისი განადგურება. დამანგრეველია, უდანაშაულო მსხვერპლთა და მოკლულთა შორის ბავშვების ნახვა. ჩემი ფიქრები დღეს ამ ოჯახებთანაა. ჩვენ გვჭირდება ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე ამ ომის შესაჩერებლად”, – ვკიტხულობთ კასასის X-ზე.
Last night’s attacks again show Russia bent on more suffering and the annihilation of Ukraine. Devastating to see children among innocent victims harmed and killed. My thoughts are with the families today. We need the strongest international pressure on Russia to stop this war. — Kaja Kallas (@kajakallas) May 25, 2025
